Sunday, June 26, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

ჩემი პროექტი-"ბუნებრივი და ხელოვნური საარსებო გარემო"


   ეს ტრენინგ-მოდული დამეხმარა, გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს: რომ მოსწავლე  თავად არის ჩართული სასწავლო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას მოსწავლეებს უვითარდებათ   21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას, ასევე,  შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. 
   მსვლელობისას  ამ მოდულით ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
   მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი, რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.
  შევქმენი ისეთი პროექტი, რომლის განხორციელებაც უკვე შესაძლებელია.
დიდი მადლობა  ქ-ნ  ნინოს, ნაყოფიერი და შინაარსიანი დღეებისათვის.

Saturday, June 25, 2016

მერვე დღის რეფლექსია

   მე-6 მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ: გავეცანი რჩევებს ყველა ტიპის დიფერენცირებული მიდგომისთვის, რათა მოსწავლეებს განუვითარდეთ თვითრეგულირებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები; შევქმენი სავარჯიში ელექტრონულ ფორმატში, რომელიც ამ უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
   მე-7 მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, ჩემს როლზე ფასილიტაციის დროს და შევქმენი გამოწვევის ფაზისათვის ფასილიტაციის ნიმუში - სლაიდშოუ, რაც საშუალებას მომცემს გეზი მივცე მოსწავლეებს და გაუადვილოთ საბაზისო ცოდნის გამოყენება, შევთავაზოთ სკაფოლდინგი მათი სწავლის გასაადვილებლად. ცვლილებები შევიტანე გეგმის შაბლონშიც.

Thursday, June 23, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია


   მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა, მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევუფასე მეწყვილეს პორტფოლიოს  შეფასების რუბრიკის გამოყენებით, რაც დამეხმარა აღმომეჩინა ჩემი მოსწავლის ნაშრომის სუსტი მხარეები. გავეცანი შეფასების რუბრიკას ვიუვერში და მოვახდინე მისი მოდიფიცირება, შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა. შევიტანე შეფასების დროის ჩარჩოში ცვლილება, აღვწერე მეთოდები მიზნების გათვალისწინებით.
პროექტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს.
დიდი მადლობა ქ-ნ ნინოს საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის.

Monday, June 20, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

   სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის, მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. მოსწავლეთა მზაობის გათვალისწინებით, შევქმენი მოსწავლის საინფორმაციო ბუკლეტის სავარაუდო ნაშრომი, რომლის მომზადების დროსაც დავდექი მოსწავლის პოზიციაზე, გავითვალისწინე მისი შესაძლებლობა და ინტელექტი. ამით გამოვიწვევ მოსწავლის ინტერესს, მისთვის სამუშაო იქნება უფრო საინტერესო, იმუშავებს გახსნილად და არ გაუჭირდება მუშაობა.
   დღევანდელი დღეც ნაყოფიერი  და საინტერესო იყო.

Sunday, June 19, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

   ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: ბლოგზე მასალის ატვირთვა, კომენტარის გაკეთება და წაკითხვა. შევაფასე ბლოგზე მასწავლებლის პროექტი რუბრიკის გამოყენებით. მსგავსს რუბრიკას შევიტან სასწავლო პროცესში. მოსწავლეებს მკაფიოდ ეცოდინებათ  შეფასების კრიტერიუმები,  რითაც შეაფასებენ ჯგუფს, თანაკლასელს.
    ვისწავლე სხვადასხვა საძიებო საიტების გამოყენება საძიებო ველში. საძიებო სიტყვის კონკრეტულად ჩაწერა ბრჭყალებით, რაც ნამდვილად გამიადვილებს ძიების პროცესს. ასევე ბუკმარკებში საიტის შენახვა და მოძებნა.
   დღევანდელი დღე ნამდვილად ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ვისწავლე ბევრი ახალი რამ. დღეის შემდეგ, უფრო აქტიურად წარვმართავ სასწავლო პროცესს ინტერნეტის გამოყენებით.

Saturday, June 18, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

   ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა, განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
   განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია, რომელიც დამეხმარება მოსწავლის წინარე ცოდნის, პროგრესის გამოვლენაში, გაგების დემონსტრირებაში, მეტაშემეცნების შეფასებაში.
   ასევე შევიმუშავე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომელთაც გამოვიყენებ პროექტის მანძილზე, შევქმენი პროექტის პრეზენტაცია, რომლითაც წარვსდგები აუდიტორიის წინაშე.

ე.

მესამე დღის რეფლექსია

   ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა, სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
  სტანდარტების გამოყენება დამეხმარა იმაში, რომ ჩემი პროექტი მოვარგე  ეროვნულ სასწავლო გეგმას, ასევე, სტანდარტებში მისაღწევი შედეგები დამეხმარა მიზნების შემუშავებაში, ჩემი პროექტის ფორმულირებაში.
   მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და ჩამოყალიბება დამეხმარება მოსწავლეების ინტერესის გაღვივებაში, პროექტის საკითხების სიღრმისეულად გააზრებაში.